15-03-2018
თბილისის მერი კახა კალაძე, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს. მისი თქმით, მიდგომა იგივე იქნება, რაც ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით .
"პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
„"გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები ავარჩოთ”,- განაცხადა მან.
1 მარტიდან თბილსერვისი ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგვის ურნებს 22:00 საათიდან ცლის.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||