გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის

20-03-2020

საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.

"ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge /გვიყურეთ ონლაინ/

ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში.

ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: prdepartment@parliament.ge

შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, პარლამენტში მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას​"-ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930