გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი სამხედროები რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დაბრუნდნენ

20-03-2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოსკენ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დააბრუნდნენ. აღნიშნული, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031