გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონში სიტუაციური სწავლება გაიმართა

20-03-2020

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს.

პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემოს გაწმენდა იმ სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით უზრუნველყო, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მსგავს წვრთნებს რეგულარულად გადის და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930