გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში შემსვლელ ყველა პირს თერმო-სკრინინგი უტარდება

20-03-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელმა ყველა პირმა, მათ შორის, დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობაში შემოსასვლელად შესაბამისი თერმო-სკრინინგის პროცედურა გაიარეს.

შენობაში შემომსვლელთა ინდივიდუალურ, თერმო-სკრინინგს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამედიცინო დეპარტამენტის მეთვალყურეობით ახორციელებს. შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.

პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.

დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა ხდება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარიდან (C კორპუსის ზედა შემოსასვლელი). დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.

შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031