გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახლოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები მოეწყობა

20-03-2020

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს, მოეწყობა დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს უკეთესად მოხდეს ვითარების მართვა.

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, ისინი გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031