გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება

20-03-2020

ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ყოველდღიური, აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში.

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, აზიის განცითარების ბანკი ერთობლივად წარადგენენ პაკეტს.

აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. მე დღეს ციფრს პირდაპირ ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930