გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და გადავადება

21-03-2020

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული.
"ამ რეალობის გათვალისწინებით საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და გადავადება, თუმცა, დღევანდელ მოცემულობაში გამოწვევა უფრო დიდია, რისთვისაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსალოდნელი და თანმიმდევრული ნაბიჯია მთავრობის მხრიდან. ქვეყანა, წინარე ნაბიჯების გათვალისწინებით, მყისიერად შეძლებს შესაბამის რეჟიმში გადასვლას"-განაცხადა მახარობლიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930