გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ჯორჯიან ეარვეისი" ბერლინიდან საქართველოში მოქალაქეებს დააბრუნებს

23-03-2020

თბილისიდან ბერლინის მიმართულებით რამდენიმე საათში "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდება. ის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დააბრუნებს.

გვიან ღამით ქართული ავიაკომპანიის ხელმძღვანელი პრემიერის მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიზეზი გახდა. გიორგი გახარიამ "აირზენას" დირექტორი შექმნილ ურთულეს ვითარებაში მეტი ფინანსური სარგებელის მიღებაში დაადანაშაულა და მას მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევებში სანქციების დაწესებაც არ გამორიცხა.

"მიფრინავს ჩვენი ყველაზე დიდი თვითმფრინავი, სადაც არის 180 ადგილი. ყველა ადგილი გაყიდულია. ეს არის კომერციული რეგულარული რეისი, ეს არ არის სპეცრეისი. სპეცრეისებს ველოდებით მთავრობისგან. გამომდინარე იმ დაძაბული სიტუაციიდან და იმ საშიშროებიდან, რომ ვირუსი გავრცელდეს, როგორც მე ვიცი, ყველანი კარანტინზე იქნებიან," - განაცხადა რომან ბოკერიამ.   

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031