გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა

23-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.

სოფელ სორისა და ქვემო ბარის წყალმომარაგების სისტემის გარე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 340246 ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

სამუშაოები, რომელსაც შპს "ჰიდრო ტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს, შეუფერხებლად, გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31