გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ გუდაურში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

16-03-2018

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაუყოვნებლივ მივიდნენ. დადაშავებულებს დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაჰყავთ. შვიდი დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930