გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო შეზღუდვებზე მკაცრი კონტროლი გრძელდება

24-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ წესრიგის დაცვას.

ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორე ხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930