გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: თურქეთიდან ინფექციის შემოტანა დაფიქსირდა

24-03-2020

"ახალი ქვეყანა უკვე ფიქსირდება, თურქეთიდან არის შემოტანილი შემთხვევები. დაემატა შეერთებული შტატებიდან. ასე, რომ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მარნეულის შემთხვევის კვლევა და დადგენა, თუ საიდან შეხვდა ინფექცია 62 წლის მარნეულელ ქალბატონს.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს კვლევის ორი შემთხვევა, როცა უკვე განვითარებულია ინფექცია, ან პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930