გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერის მრჩეველმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები განმარტა

24-03-2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს ეხება.

მისი თქმით, ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით.

„რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს - რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის“ მომსახურებით. შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031