გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი განიკურნა

25-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი განიკურნა. მან კლინიკა უკვე დატოვა.

"კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დადგენილი წესის თანახმად, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები 2 კვირიან სავალდებულო თვითიზოლაციაში გადადიან.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31