გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილი შეიყვანეს

27-03-2020

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილი შეიყვანეს. ორივე ახალშობილი ერთი დღისაა.

Tv -პირველის ინფორმაციით, ახალშობილები დმანისიდან და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოიყვანეს.

ორივე მათგანს ტემპერატურა აღენიშნებათ. ახალშობილებს COVID-19-ზე გამოკვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით 81 ადამიანია ინფიცირებული.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31