გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის შესასვლელებში შესაძლოა ბლოკპოსტები მოეწყოს

30-03-2020

კახეთის შესასვლელებში შესაძლოა ბლოკპოსტები მოეწყოს.

რეგიონის მასშტაბით, ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით სავარაუდოდ ორი ლოკაცია შეირჩევა, თერმოსკრინინგით შეამოწმებენ შემომსვლელ და გამსვლელ მგზავრებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, მართალია, ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არცერთ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა პრევენციული ზომების გამკაცრება.

"რეგიონში ამ დრომდე, კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. სიტუაცია არის მშვიდი. არც საეჭვო პაციენტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკპოსტის განთავსებას ვფიქრობ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება. თუმცა, ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის," - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 227 მოქალაქე, ვალდებულება მოეხსნა 83-ს.
ხოლო, სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარანტინო სივრცეში 603 მოქალაქე იმყოფება.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31