გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს

17-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც გუდარუში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულები მოინახულა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდებათ, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.


„ყველა მათგანი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდება. მინდა აღვნიშნო, რომ დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, თითოეული მათგანისთვის გამოყოფილია ოფიციალური წარმომადგენელი, რათა დაკმაყოფილდეს ყველა ის საჭიროება, რომელიც დაშავებულებს ან დაშავებულთა ახლობლებს ექნებათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა დაშავებულების მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930