გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

30-03-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. სურსათის დარიგების პროცესში, მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომლებმაც პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები ხანდაზმულებს სახლებში მიუტანეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათის დარიგება კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მას 70 წელს გადაცილებული 150 მარტოხელა პენსიონერი მიიღებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031