გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში შესაბამისი საკონტროლო პუნქტები განთავსდება

30-03-2020

 

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი რეგულაციების შესახებ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

 

 „რისკი ყოველდღიურად იმატებს. ამიტომ, ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეები გაივლიან თერმო-სკრინინგს. ეს პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან აჭარა, ამ შემთხვევაში ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იქნას გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

 

 

ასევე, აჭარაში და ყველა რეგიონში მუშაობს საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შტაბს აჭარის შემთხვევაში - მე ვუხელმძღვანელებ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.

თორნიკე რიჟვაძე:  რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეებითერმო-სკრინინგს  გაივლიან

 

აჭარაში  საველე ოპერაციების შტაბს თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31