გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიუ–იორკში კორონავირუსით 64 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა

31-03-2020

ნიუ-იორკში COVID-19 -ით ინფიცირებული 64 წლის ქართველი კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის კაცი. აქ კორონავირუსის გარდა სხვა თანხმლები ქრონიკული დაავადებაც იყო", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930