გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს სავარაუდოდ მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი დაესწრება

1-04-2020

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.

არსებული ინფორმაციით, სპეც-რეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია. წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის წინა დღეს უნდა შესრულდეს.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031