გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო

1-04-2020

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს.

საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შვიდ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031