გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს

1-04-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს.

სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების - თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს გეგმის შესაბამისად გააგრძელებს.

სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31