გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი კომპანიის- „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები ჩამოვლენ

17-03-2018

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.


ამასთან ერთად, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები.


„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930