გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

2-04-2020

ინციდენტი გერმანიაში - თავშესაფრის მაძიებელთა შენობიდან საქართველოს მოქალაქე 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ქალაქ ჰალბერშტატში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, 54 წლის კაცმა ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალები უცნობია. ინციდენტის მიზეზს პოლიცია იძიებს.

ჰალბერშტატში თავშესაფრის მაძიებელთა დასახლებაში კარანტინი 27 მარტს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31