გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია: ივანიშვილს რომ გაეღო შემოსავლების ერთი მესამედი Covid19-ს გავრცელების შესაჩერებლად, მადლობას გადავუხდიდით

3-04-2020

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას, ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ, სოციალურ ქსელის საშუალებით ეხმაურება.


"საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავის რიგებში ოფიციალურად ჰყავს 28 მილიონერი, სოლიდარობის ნიშნად თმობს მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს....

ცოტა ცუდი საყურებელია, როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს!

აი, მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რომ გაეღო თავისი შემოსავლების ერთი მესამედი მაინც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც საქმე იქნებოდა და მერწმუნეთ, გადაბრუნებული სიტყვა არავის დასცდებოდა და ყველა მადლობას გადავუხდიდით"– დაწერა ნიკა მელიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31