გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილ არც ერთ ჩვილს კორონავირუსი არ აქვს

3-04-2020

"ჩვენს კლინიკაში მყოფი 5 ჩვილის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ერთთან, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ ჰქონდა კორონავირუსი, მოვიდა უარყოფითი პასუხი",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 22 კვირის ორსულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, პათოლოგია არ უფიქსირდება. ასევე არ არის გამოხატული პათოლოგია ნაყოფის შემთხვევაშიც.

მეორე ორსულს პაციენტს, რომელიც 19 წლისაა, ლევან რატიანის თქმით, დაბალი ტემპერატურა უფიქსირდება. მიმდინარეობს მისი სიმპტომური მკურნალობა და გართულებას ადგილი არ აქვს.

საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031