გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემაზე: ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული

4-04-2020

ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის მერიაში პრემიების შესაძლო გაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

„მე მესმის, რომ ეს ადამიანები შეიძლება დღეს წინა ხაზზე არიან და Covid-19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა, ისინი საჯარო მოხელეები არიან. ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ, იმის მაგივრად რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით და თუ ეს დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930