გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარანტინის მიუხედავად ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეებში დაიკარგა

6-04-2020

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანის მცხოვრები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის დროს სიგარეტების საყიდლად ესპანეთში წავიდა და პირენეის მთებში დაიკარგა. ამის შესახებ RTBF წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა.

მის გადასარჩენად ვერტმფრენი გამოიყენეს. ახლა მას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031