გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი აღარ შედგება

7-04-2020

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი.

„რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებული იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930