გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდს Covid-19 დაუდგინდა

8-04-2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოაჩნდა.

აღნიშნულის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას პნევმონია არ აქვს.

"კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა, აქედან 1 დადებითი პასუხია მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამ 25-დან ჩვენს თანამშრომლებზეც არის ჩატარებული კვლევა, რომლებიც 14 დღიანი გრაფიკით მუშაობენ. ყველა მათგანთან უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, პნევმონია არა", - აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 208 შემთხვევაა გამოვლენილი.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31