გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Twitter-ის დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის $1 მლრდ გამოყო

8-04-2020

Twitter– ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $1 მლრდ გამოყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პანდემია გადაივლის, დარჩენილი თანხები გოგონების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

ცნობისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის დახმარება, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის განხორციელდა.

კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 1,4 მლნ-ზე მეტი, ხოლო გარდაცვლილია 82 000-ზე მეტი ადამიანი.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930