გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა ბაგრატიონი: ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან "ბადაგონის" სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცემათ

8-04-2020

მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კომპანია "ბადაგონმა" სადეზინფექციო ხსნარი ჩამოასხა.

ლიზა ბაგრატიონის თქმით, "ბადაგონის" წარმოების სანიტაიზერები იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ "ფრონტის წინა ხაზზე" იბრძვიან" უსასყიდლოდ გადაეცემათ. 

"კომპანია "ბადაგონმა" ჩამოასხა სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან დღეს. ჩვენ ძალიან სერიოზული უხილავი მტერი გვყავს, რომელსაც ყველა ერად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. მთელი ეს პერიოდი, სულ ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ბრძოლაში და სწორედ ამერიკული სტანდარტებით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით შევეცადეთ, რომ  მონაწილეობა მიგვეღო ამ ბრძოლაში. ეს ხსნარი დაურიგდა მედპერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ა.შ." - განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031