გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გარკვეული იმედგაცრუებაა

19-03-2018

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ რუსეთთან რეგულარული ურთიერთობის სურვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, მხარს უჭერს.
კელის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული იმედგაცრუებაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას ჰქონდეს რეგულარული, კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გამოვთქვით ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სურვილთან დაკავშირებით, რომ უფრო ნაყოფიერი გახადოს ეს ფორმატი. ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანოს წვლილი ამ ფორმატის უფრო პროდუქტიულად გადაქცევაში“ -განაცხადა იან კელიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031