გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

9-04-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „PosTV”-ის ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები გააცნო საზოგადოებას.

„პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა, დღის წესრიგშია. ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზების გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამ ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მოხდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულეციების სრული დაცვით. ეს იქნება დისტანციური, ელექტრონული ფორმით წარმოებული განხილმა.

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ, დაგეგმილია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ კონსენსუსს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31