გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

9-04-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს პირველ ინფიცირებულთან, მოსკოვიდან დაბრუნებულ მამაკაცთან, ჰქონდა კონტაქტი.
პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს. მის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ინფიცირება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შევიდა, ხოლო 4 აპრილს ცუდად გახდა. მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930