გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

9-04-2020

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეს ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის იმედი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ქველმოქმედი, რომელიც სწორედ მაშინ უდგას ქართველ ერს გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა და ახლაც, როდესაც ასეთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ეს იყო ძალიან საჭირო, დროული დახმარება და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930