გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს

9-04-2020

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანების საკითხი მობილურ ტექნოლოგიებთან არანაირ კავშირში არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულად 5G ტექნოლოგიას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ რადიო სპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევები, სწორედ იმ სიხშირეებზე, რომლებიც 5G ტექნოლოგიისთვის გამოიყენება, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის უარყოფითი შედეგი იქონიოს მიიჩნევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. WHO - აღნიშნულ საკითხზე დამატებით კვლევების გამოქვეყნებას მომავალშიც გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031