გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: კორონავირუსთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ

10-04-2020

დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კორონავირსთან ბრძოლა, სადაც როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, პარტია ყველა გადართულია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავამარცხოთ და მოვიგოთ ეს ბრძოლა. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და დასტაბილურდება რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას არჩევნების მიმართულებითაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭო, ცენტრალური ხელისუფლება, ყველა ვმუშაობთ იმაზე, რომ წარმოდგენილი იქნას გეგმა, რომ თვის ბოლოდან, როგორ მოვახერხოთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივად გაგრძელება, რომ უკვე ეკონომიკური პროცესი დაიწყოს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, თვის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებას წარვუდგენთ საარჩევნო პროექტს“, - აღნიშნა კალაძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031