გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა

10-04-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ამ დროისთვის არსებული ვითარება.

გასულ ღამეს დაფიქსირდა ინფიცირების პირველი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, რეგიონში მაქსიმალურად მკაცრდება საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესების კონტროლი და შესაბამისი სანქციები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში ცხელების ცენტრის,სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ჯანდაცვის ა(ა)იპ ორგანიზაციის სამუშაო პროცესი და ამ დროისთვის არსებული პრობლემები.

ხაზი გაესვა სამედიცინო სფეროს, მოსახლეობის და მერიის შეთანხმებული, კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31