გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

10-04-2020


ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც უტარდებათ.

არსებულ ვითარებას დილიდან, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე ეცნობა, როგორც რწმუნებული აცხადებს, პრევენციული ღონისძიებები დროულად და ეფექტურად ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი ცენტრალიზებულად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს.

ასევე, მონიტორინგს უწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031