გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

11-04-2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 500 - მდე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები დარიგდა. სასურსათო კალათა გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. „ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ყოფა შევუმსუბუქოთ და დახმარება გავუწიოთ. მთავარია, მათ დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“ - განაცხადა გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მოსახლეობის დახმარება. საკვები პროდუქტების ეს კალათა, მიეწოდება იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. პროდუქტების დარიგების პროცესში ჩართულია მოხალისეებიც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031