გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა

13-04-2020

ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა ავტოავარიის შედეგად თბილისში. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.

დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ღუდუშაურის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციასა და მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031