გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია

13-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია "თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" ექიმის კორონავირუსით ინფიცირების წყარო.

მინისტრი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.

"ამ ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. განხორციელებულია შემდეგი ღონისძებები, რომ ყველა ის პირი, რომელიც ექიმთან კონტაქტში იმყოფებოდა ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაშია. გარკვეული პირები, რომლებსაც სიმპტომატიკა აღენიშნებოდათ არიან გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი უარყოფითი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების რეჟიმში. ჩენი ეპიდსამსახური ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ დეტალურად გამოიძიონ თუ რა არის ინფიცირების წყარო", - განაცხადა ტიკარაძემ ბრიფინგზე.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031