გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული პირბადეებს აქილიკებს

13-04-2020

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება"-აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.​

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში.

"ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ასევე, მუშაობს სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში“, - განაცხადა  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031