გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისელი მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს

14-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისა და მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს.

ტრენინგის ფარგლებში, ექიმებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისას მედიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ტრენინგზე ასევე სპეციალისტებმა COVID 19-თან დაკავშირებით ჩატარებული ახალი კვლევების შესახებაც ისაუბრეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31