გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: უმრავლესობა მთავარობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მხარს დაუჭერს

14-04-2020

„დღემდე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეკავების სტრატეგია, რომელიც მთავრობამ გაატარა და ჯანდაცვის მუშაკებმა ივაჟკაცეს, ეს ყველაფერი შეიძლება დარჩეს მეორე პლანზე და ვირუსის გავრცელების ხარისხი და არეალი იმდენად გაფართოვდეს, რომ უდიდესი პრობლემა შეუქმნას ქვეყანას, როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რასაკვირველია, ამ კრიზის მიღმა არ დარჩება პოლიტიკაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მთავრობის მიერ ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება.

„წინასწარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც უახლოეს პერიოდში მოგვმართავს და უმრავლესობაც, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს ამ შეზღუდვებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930