გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება

20-03-2018


 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.

 

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.

 

განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

 

  • თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
  • ბათუმი - აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე);
  • ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.

 

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა  მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930