გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

16-04-2020

სამცხე-ჯავახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. 30 წლამდე პირს სავარაუდოდ, სამსახურის გამო შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. ის მშობლებთან ერთად ახალდაბაში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში იმყოფებოდა. სახლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, საიდანაც ბაკურიანის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს ინფიცირებულის ოჯახის წევრი. მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031